
როგორ შევინახოთ ყვავილები ლარნაკში დიდხანს
როგორ შევინახოთ ყვავილები ლარნაკში დიდხანს
ახალი ყვავილები ნებისმიერ სივრცეს განსაკუთრებულ სილამაზესა და ენერგიას მატებს. თაიგული შეიძლება იყოს საჩუქარი, ინტერიერის დეკორი ან უბრალოდ პატარა დეტალი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო სასიამოვნოს ხდის. თუმცა ბევრ ადამიანს აწუხებს ერთი კითხვა - ,,როგორ შევინახოთ ყვავილები ვაზაში დიდხანს”.
სწორი მოვლის შემთხვევაში ყვავილებს შეუძლია 7–12 დღემდე ან მეტხანსაც შეინარჩუნოს სიცოცხლე. ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან წესს, რომელიც დაგეხმარებათ ყვავილების სიცოცხლის გახანგრძლივებაში.
რა შეიძლება გახდეს ყვავილების ჭკნობის მიზეზი?
ყვავილების სწრაფი დაჭკნობის მთავარი მიზეზები არის:
* ბაქტერიების გავრცელება წყალში
* არასწორად მოჭრილი ღეროები
* მაღალი ტემპერატურა და პირდაპირი მზის სხივები
* წყლის არასწორი ოდენობა
* ლარნაკის დაბინძურება
ამ ფაქტორების მონიტორინგი დაეხმარება თქვენ ყვავილებს უფრო მეტ ხანს გაგილამაზოთ, რუტინული და თანამედროვე ცხოვრების გადატვირთული, დღეები.
როგორ მოვჭრათ ყვავილებს ღეროები სწორად?
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ყვავილებისთვის ღეროების სწორად მოჭრაა.
როდესაც ყვავილები ჩვენი მაღაზიიდან - ,,ყოველკვირეული ყვავილებიდან” მოგაქვთ, მათი ღეროები ყველა წესის დაცვით არის დამუშავებული, თუმცა ამ მეთოდების ყოველდღიური გამეორება, თქვენს ყვავილებს კიდევ უფრო გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს.
გავრცელებული წესის მიხედვით:
* ღერო უნდა მოჭრათ დაახლოებით 45° კუთხით,
* გამოყენოთ ბასრი დანის ან სეკატორი,
* ღეროები უნდა მოჭრათ წყლის ქვეშ.
თუმცა ისევე როგორც ადამიანები ყვავილებიც ინდივიდუალური ბუნების არიან არინ და გასხვავებულ მოპყრობას საჭიროებენ. ამის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის სანახავად იხ. ,,როგორ მოვაჭრათ ყვავილებს ღეროები სწორად?”
ლარნაკის სწორად მომზადება
ყვავილების შენახვისას ხშირად ყურადღება მხოლოდ ყვავილებს ექცევა, თუმცა ვაზის სისუფთავეც ძალიან მნიშვნელოვანია.
სანამ ბუკეტს წყალში ჩადებთ:
1. კარგად გარეცხეთ ვაზა თბილი წყლით
2. გამოიყენეთ ცოტაოდენი სარეცხი საშუალება
3. სრულად გააშრეთ
ეს ამცირებს ბაქტერიების რაოდენობას და ყვავილები უფრო დიდხანს ძლებს ლანარკში.
წყლის რეგულარული შეცვლა
ერთ-ერთი მთავარი წესი არის საყვავილეში წყლის რეგულარული შეცვლა.
რეკომენდებულია:
* წყლის შეცვლა ყოველდღე ან ყოველ მეორე დღეს
* ვაზის სწრაფი გარეცხვა წყლის გამოცვლის დროს
* ღეროების ხელახლა მცირე ჭრა
ეს პროცესი ხელს უშლის ბაქტერიების განვითარებას და მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს ყვავილების სიცოცხლეს.
ქვედა ფოთლების მოცილება
თუ ყვავილების ფოთლები წყალში ხვდება, ისინი იწყებს ლპობას. ამის შედეგად წყალი სწრაფად ბინძურდება.
ამიტომ აუცილებელია:
* ვაზაში ჩადებამდე ქვედა ფოთლების მოცილება
* მხოლოდ ღეროების დატოვება წყალში
ეს მარტივი ნაბიჯი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ყვავილების შენახვას ვაზაში.
ყვავილების სწორი ადგილი სახლში
ყვავილების სიცოცხლეზე ძალიან მოქმედებს გარემო პირობები.
ყვავილები არ უნდა იდგეს:
* მზის პირდაპირ სხივებში
* გამათბობელ მოწყობილობებთან
* კონდიციონერის პირდაპირ ნაკადში
* სამზარეულოში, მაღალი ტემპერატურის გვერდით
საუკეთესო ადგილია:
* გრილი ოთახი
* ბუნებრივი განათება
* ზომიერი ტემპერატურა
ასეთი პირობები ხელს უწყობს ყვავილების დიდხანს შენარჩუნებას.
სპეციალური საკვები ყვავილებისთვის
ყვავილებს არ ჭირდება საიდუმლო იგრედიენტები სიცოცხლის შესანარჩუნებლად, საკმარისია, მხოლოდ:
* ცოტაოდენი შაქარი
* რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი
ალბათ დამეთანხმებით, ყვავილების მოვლა რთული არ არის, თუ რამდენიმე ძირითად წესს დაიცავთ. ღეროების სწორად მოჭრა, სუფთა წყალი, ვაზის სისუფთავე და სწორი გარემო დაგეხმარებათ, რომ ბუკეტი ბევრად უფრო დიდხანს დარჩეს ლამაზი.
თუ გსურთ სახლში ყოველთვის გქონდეთ ახალი და ლამაზი ყვავილები, კარგი გამოსავალია ყოველკვირეული ყვავილების გამოწერის სერვისით სარგებლობაა, რომელიც მუდმივად იზრუნებს თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების გარემოს გასალამაზებლად.
ბოლოს აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ,,ყვავილები არ არის იმისთვის შექმნილი, რომ დიდხანს დარჩეს ჩვენთან. მისი მთავარო დანიშნულება არის ის რომ ცოტახნით დაგვტოვოს აწმყოში და დაგვეხმაროს ვიგრძნოთ მომენტი, ვინაიდან ჩვენ ვეღარასდროს ვიქნებით ისეთი ახლგაზრდები, როგორიც ახლა ვართ”.