უფასო მიწოდება 300₾-ზე მეტის შეძენისას

Back to Blog
რომელი ყვავილი რას ნიშნავს

რომელი ყვავილი რას ნიშნავს

ყვავილები საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა ემოციების გამოსახატავად. ზოგჯერ ერთი ბუკეტი უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ათი სიტყვა. სწორედ ამიტომ ბევრს აინტერესებს ,,რომელი ყვავილი რას ნიშნავს?” და რა სიმბოლური დატვირთვა აქვს თითოეულ მათგანს.

ყვავილების სიმბოლიკა განსაკუთრებით გავრცელებული იყო ევროპაში მე-19 საუკუნეში, როდესაც ადამიანები ხშირად ,,ყვავილების ენით” გამოხატავდნენ გრძნობებს.

ვარდი

-სიყვარულის უნივერსალური სიმბოლო-

ვარდი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ყვავილია და ის თითქმის ყოველთვის ასოცირდება სიყვარულთან.

ვარდის ფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს:

წითელი ვარდი

* სიყვარული

* ვნება

* რომანტიკა

თეთრი ვარდი

* სიწმინდე

* პატივისცემა

* ახალი დასაწყისი

ვარდისფერი ვარდი

* მადლიერება

* სინაზე

* აღფრთოვანება

ყვითელი ვარდი

* მეგობრობა

* სიხარული

ამ მიზეზით ვარდები ხშირად გამოიყენება ,,რომანტიკულ ბუკეტებში”.

ტიტა

გაზაფხულის და ახალი დასაწყისის სიმბოლო

ტიტები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გაზაფხულის ყვავილია. მათი სიმბოლიკა დაკავშირებულია:

* ახალ დასაწყისთან

* ბედნიერებასთან

* სიყვარულთან

ასე, რომ გახსოვდეთ, როდესაც ჩუქნით ტიტებს თქვენ მხოლოდ ყვავილს არ ჩუქნით, საყვარელ ადამიანს, არემედ თქვენ მას გადასცემთ ახალ იმედის მომცემ, გაზაფხულივით ამაღელვებელ და ფერად დასაწყის.

პეონი

წარმატება და კეთილდღეობა

პეონი განსაკუთრებულად პოპულარულია:

* ქორწილებში

* ელეგანტურ ბუკეტებში

* ლუქს ფლორისტიკაში

მისი მნიშვნელობა დაკავშირებულია:

* წარმატებასთან

* სიმდიდრესთან

* ბედნიერებასთან

პეონი ხშირად ითვლება ,,იღბლის ყვავილად”, ვინაიდან ის წლების განმავლობაში სხვა და სხვა ქვეყნის სამეფო კარზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მას სამეფო ძალაუფლების სიმბოლოდაც მიიჩნევენ და ხშირად „ყვავილების მეფეს“ უწოდებდნენ.

ქრიზანთემა

ერთგულება და ხანგრძლივი ურთიერთობა

ქრიზანთემა განსაკუთრებით პოპულარულია აზიაში და ევროპაში.

მისი სიმბოლიკა მოიცავს:

* ერთგულებას

* პატივისცემას

* ხანგრძლივ მეგობრობას

ლილია

სიწმინდე და ელეგანტურობა

ლილი ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური ყვავილია.

მისი სიმბოლური მნიშვნელობა არის:

* სიწმინდე

* ღირსება

* სიმშვიდე

ორქიდეა

დახვეწილობა და უნიკალურობა

ორქიდეა ხშირად ასოცირდება:

* ფუფუნებასთან

* სილამაზესთან

* განსაკუთრებულობასთან

ამიტომ იგი ხშირად გამოიყენება პრემიუმ ბუკეტებში.

,,როგორ ავირჩიოთ სწორი ყვავილი ემოციის გამოსახატავდ?”- დიახ, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი გზამკვლევი, თუმცა ყველაზე სწორად შერჩეული თაიგული, მაინც ის იქნება, რომელიც მის თავს გაგახსენებთ ან იმ შემთხვევაში თუ ბუკეტს საკუთარი თვისთვის შეიძენთ, ის რომელიც საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას მოგაგონებთ.

და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ ყვავილები ყოველთვის იყო და იქნება ემოციების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გამოხატვის საშუალება.